ზამთრის სანავიგაციო პერიოდში Wizz Air-ი ქუთაისი-რიგის მიმართულებაზე არარ იფრენს

თბილისი (BPI) – ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია Wizz Air-ის ქუთაისი-რიგისმიმართულებაზე ოპერირებას აღარ განახორციელებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ქუთაისი-რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ფრენები არის სეზონური და ის ოქტომბრამდე ხორციელდება.

ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში კი Wizz Air-ის ქუთაისი-რიგისმიმართულებაზე რეგულარულ ავიარეისებს  განაახლებს.

Wizz Air-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კი ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე, სეზონის ბოლო ფრენას “ლოუკოსტერი“ 23 ოქტომბერს განახორციელებს.

ცნობისათვის ზაფხულის სანავიგაციო პერიოდი მარტის ბოლო კვირა დღიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღემდე გრძელდება.

Wizz Air-მა ქუთაისი-რიგა-ქუთაისის მიმართულებაზე ოპერირება 2018 წლის 25 მარტს დაიწყო და აღნიშნული პერიოდიდან 2018 წლის ბოლომდე მოემსახურა 24 849 მგზავრს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ რიგის მიმართულებით გადაიყვანა 16 323 მგზავრი.

2018 წლის აპრილი-ივნისის განმავლობაში ავიაკომპანია მოემსახურა 8159 მგზავრს, ხოლო 2019 წლის აპრილი-ივნისში კი 8400 მგზავრს. შესაბამისად მგზავრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა.

საქართველო-ლატვიას შორის Wizz Air-ის გარდა პირდაპირ ავიარეისებსასრულებს ასევე ავიაკომპანია AirBaltic-ი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …