ვოლიფეი ფინანსურ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

თბილისი (BPI) – ახალი სტარტაპი ქართულ ფინანსურ ბაზარზე – ვოლიფეი – საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ახალ პლატფორმას სთავაზობს.

გასულ კვირას, ვოლიფეიმ ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი,  რომელიც გულისხმობს ვოლიფეის მიერ მათთვის Mastercard საგადახდო საბარათე სისტემისა და მათ საჭიროებებზე მორგებული ელ-საფულის აპლიკაციის დანერგვას.

ვოლიფეის დირექტორი გიორგი აბულაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად პროდუქტის სიახლისა, კომპანიის შეთავაზებით რამდენიმე ორგანიზაცია უკვე დაინტერესდა და ერთ-ერთთან უკვე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

„ვოლიფეი სიახლეს წარმოადგენს ქართული ფინანსური ბაზრისთვის. ჩვენი კომპანია პირველია არასაბანკო სექტორიდან, რომელიც მასთერქარდის პროგრამის წევრი ოფიციალურად გახდა და მოგვეცა შესაძლებლობა, საფინანსო ორგანიზაციებს შევთავაზოთ პლატფორმა, რომელიც სრულიად ახალ სტანდარტზე გადაიყვანს საფინანსო მომსახურებას საქართველოში. მოხარულები ვართ, რომ ამ კუთხით ბაზარზე დაგვხვდა მზაობა და ინტერესი, რაც სამომავლოდ საკმაოდ ნაყოფიერ თანამშრომლობაში აისახება. უახლოეს მომავალში, იხილავთ ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ რამდენიმე ტიპის საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათს.“ – ამბობს გიორგი აბულაძე.

გარდა საბარათე საგადახდო სისტემისა, კომპანია უშვებს საკუთარ მობილურ და ვებ აპლიკაციას, რომელიც ბარათთან ერთად უზრუნველყოფს ყველა საჭირო ფულად ონლაინ ტრანზაქციას, რომელიც ფინანსური კომპანიის მომხმარებელს დღის განმავლობაში ესაჭიროება.

ფინტექ სტარტაპ პროექტი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის ბაზარზე ოფიციალურად წლის ბოლოს შემოვა.  მანამდე კი, როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესის შემდგომ, მზად არიან, კომპანიებთან ითანამშრომლონ. მათი პარტნიორი ორგანიზაციები ვოლიფეის პლატფორმის ინტეგრაციის შემდგომ ისარგებლებენ ახალი კონკურენტული უპირატესობებით, პროდუქციის მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობით – მათი პროდუქტის პორტფელზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რაც ქმნის ხარჯების შემცირებისა და შემოსავლის მიღების ოპტიმალურ გადაწყვეტას.

კომპანიის პროდუქტი მომხმარებლისათვის ბაზარზე არსებული საგადახდო სისტემების  სრულყოფილი და კომფორტული ალტერნატივა იქნება, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომსახურების შემავსებელ პროდუქტს წარმოადგენს.

ვოლიფეი ოპერირებს საგადახდო სერვისის პროვაიდერი კომპანიის „მანიქოს“ ლიცენზიის ფარგლებში. საფინანსო კომპანიებს დაკავშირება შემდეგი ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ:   https://wallypay.eu/ka/თანამშრომლობა/

მეტი ინფორმაციისთვის: https://www.wallypay.eu

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …