ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდი, რომელმაც რუსთავი 2-ის შენობას გადაუფრინა

თბილისი (BPI) – ვის ეკუთვნის საჰაერო ხომალდი, რომელმაც რუსთავი 2-ის შენობას გადაუფრინა – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას ავრცელებს.

“დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი“ საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუთავი 2-მა 12:06 საათზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ:

“რუსთავი 2”-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა. დაახლოებით ერთი საათის წინ, დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩვენი შენობის თავზე გამოჩნდა და “რუსთავი 2”-ის ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს აპარატი მათ არ ეკუთვნით, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია რა სახის საფრენი აპარატი ტრიალებს “რუსთავი 2”-ის თავზე და რა მიზნით.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …