ვისოლ ჯგუფი რუსთავში სავაჭრო ცენტრს ააშენებს

თბილისი (BPI) – „ვისოლ ჯგუფი“ ქალაქ რუსთავის ცენტრში სავაჭრო ცენტრს ააშენებს.

რუსთავის სავაჭრო ცენტრის ძირითადი არენდატორი „კარფურია“. მთლიანობაში, როგორც ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი BPI-სთან სოსო ფხაკაძე ამბობს, სავაჭრო ცენტრი 12000 კვ. მეტრ ფართზე იქნება, 3600 კვ. მეტრ ფართზე კი „კარფურის“ ჰიპერმარკეტი განთავსდება.

სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნებიან „ვისოლ ჯგუფში“ შემავალი სწრაფი კვების ობიქტები Dunkin–ი და Wendy’s-ი, ასევე სხვა ბრენდები, სხვადასხვა პროფილის მაღაზიები“, – განაცხადა ფხაკაძემ.

ამ დროისთვის მუშაოიბა მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციაზე და მშენებლობაც მალე დაიწყება. ჯგუფი კომპლექსის მშენებლობაში დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …