ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქტს და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს – მიხეილ ხიდურელი

„ტრადიციულად, როდესაც ყველა აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უერთდება დღესასწაულს და თბილისში წარმოდგენილები ვართ სამეწარმეო ბაზრობით, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა. სააგენტოს დირექტორმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერა, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით დაფინანსებული, ასევე სხვა ქართული კომპანიების წარმოებული პროდუქტია წარმოდგენილი.

„ყველა ერთად ვიმედოვნებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი გვეყოლება, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქტს და უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს. 2000-ზე მეტი პროექტი გვაქვს დაფინანსებული სხვადასხვა პროგრამებში და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებასთან ერთად, ეს არის ის ფინანსური რესურსი, რომელიც რჩება საქართველოში და არ გადის ქვეყნიდან“ – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც, მთავრობის ორგანიზებით, ქვეყნის ყველა ქალაქში აღინიშნება, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთში და მესტიაში. მთელი დღის განმავლობაში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ფოსტის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ნავთობისა და გაზის კორპორაცის, „საქრუსენერგოს,“ ენერგეტიკის განვითარების ფონდის, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სივრცეები და პავილიონები.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …