ვითიბის და Mercedes Benz-ს მომხმარებლისთვის შეთავაზება აქვთ

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკისა და Mercedes Benz -ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, შესაძლებელია V-Class-ის შეძენა 171 450 ლარად.

მოდელის, ვითიბი ბანკის ავტო სესხით შეძენის შემთხვევაში, ყველა მომხმარებელს გადაეცემა საჩუქრები:  Mercedes Benz -ის ავტოსამრეცხაოს  50 ცალი ტალონი, პირველი ტექ. მომსახურება, თხილამურების სამაგრი ან სახურავის საბარგული,  6 თვიან დაზღვევა, საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლება და საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მომსახურება.

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად თანამონაწილეობა შეადგენს 30% -ს, ხოლო  სესხის მაქსიმალური ვადა 72 თვეა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …