ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მოლაპარაკებები გამართა კორეის წამყვანი ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და მედია მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კორეაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით და ამ ქვეყნიდან ტურისტული ნაკადების მოსაზიდად შეხვედრები შედგა ჰანჯინგ თრეველისა და ჰერალდ მედიას ხელმძღვანელებთან.

„საქართველო Hanjin Travel-ისთვის ძალიან კარგი პარტნიორია.  სწორედ ამიტომ ჩვენმა კომპანიამ თქვენი ქვეყნის მიმართულებით ჩარტერული პირდაპირი ფრენები შეასრულა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა კორეელი მოგზაურებისთვის და ჩვენი კომპანია უფრო მეტი მოგზაურის გაგზავნას ცდილობს საქართველოში. შესაძლოა მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ჩარტერული ფრენა შევასრულოთ საქართველოს მიმართულებით. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში სხვადასხვა ტურისტული პროდუქტების შექმნას,  ევროპული ქალაქების რეგულარული რეისები საშუალებით“-განაცხადა შეხვედრის შემდეგ Hanjin Travel-ის პრეზიდენტმა ლი იანგუნმა. 

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …