ვიზიტორებს, რისკის ქვეყნებიდან, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, კარავში შეიყვანენ

თბილისი (BPI) –  კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკის ქვეყნებიდან შემოსულებს  საველე კარავში მოათავსებენ. ინფრასტრუქტურა სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და აეროპორტებში მოეწყო.

შსს -ს განცხადებით, მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა პროცედურების შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, სივრცეში  განთავსდებიან. კარავში 24/7 რეჟიმშის სამედიცინო პერსონალი პატრულირებს.

მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონaცემების დამუშავების გარდა, პირველად რისკებს განსაზღვრავენ. დამატებითი რეაგირების მიზნით,  მგზავრზე ინფორმაცია, ადგილზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს მიეწოდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკი შპს “მამედის” მიერ სოფელ ყიზილ-აჯლოს მოსახლეობისთვის სმს შეტყობინების სახით გაგზავნილ ცრუ შეტყობინებას ეხმიანება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმიანება გაზგამანაწილებელი კომპანიის შპს “მამედის” მიერ მარნეულის …