ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო

თბილისი (BPI) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობას სწავლობს.

ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეულია სამასამდე წერტილი, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია ვერტმფრენების საფრენი მოედნების მოწყობა ტურისტული ფრენების, სანიტარული, სამაშველო და საავიაციო სამუშაოების წარმოების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ შიდა ფრენების სტიმულირების მიზნით სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ვერტმფრენებისათვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლა დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …