ვენის სადაზღვევო ჯგუფმა 500 მლნ ევროს მწვანე ობლიგაცია გამოუშვა

თბილისი (BPI) – 2021 წლის 8 მარტს ვენის სადაზღვევო ჯგუფი გაერო გლობალ კომპაქტის – სოციალური პასუხისმგებლობისა და მგდრადი განვითარების შეთანხმების მსოფლიოს ქსელის წევრი გახდა. შესაბამისად, ჯგუფი შეუერთდა გაეროს ათ ძირითადი პრინციპს, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან, შრომის უსაფრთხოებასთან, ადამიანის უფლებებთან და ანტი-კორუცფციულ საქმიანობასთან – ეს ის სფეროებია, სადაც კოპმანია მნიშვნელოვან პროექტებს უკვე წლებია ახორციელებს.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 13 000 კომპანიიდან რომელიც ამ დროისთვის ამ ინიციატივას აწერს ხელს. „ ვენის სადაზღვევო ჯგუფი ამავდროულად გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელმომწერია და თავისი გავლენის სფეროში აქტიურად მუშაობს ამ მიზნების შესრულებაზე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობა 2019 წლიდან შედის ჯგუფის მდგრადი განვითარების ანგარიშში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს, რომ მონაწილეობა მიიღოს გაეროს 17 მიზნიდან 4-ის განხორციელებაში : ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, კლიმატის ცვლილებები, მდგრადი ქალაქები და საზოგადოებები და გენდერული თანასწორობა.“ – განმარტავს გენერალური დირექტორი, ელიზაბეტ შტადლერი – „მომავალში ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავება სოციალური და ეკოლოგიური კრიტერიუმების შესაბამისად და ისეთი პროდუქტების შეთავაზება, რომლებიც გარემოსდაცვით ღიერბულებებს ეფუძნება. ჩვენი ვალია, დავიცვათ ის რაც ღირებული იქნება მომავალში : განახლებადი ენერგია, საცხოვრებელი გარემო, რომელიც ორიენტირებულია რესურსების დაზოგვაზე და სოციალურ ინკლუზიაზე. პანდემიამ კარგად დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს უკანასკნელი.“

500 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაციები

მწვანე ობლიგაციები, ვენის სადაზღვევო ჯგუფის უახლესი ინიციატივაა მდგრადი ინვესტიციების სფეროში. ჯგუფმა 2021 წლის 18 მარტს ეს ინიციატივა წარმატებით განახორციელა და 500 მილიონი ევროს მწვანე ობლიგაცია გამოუშვა. 15 წლიანი პერსპექტივით ეს ობლიგაცია არის ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიციაა ამ სეგმენტში 2021 წელს. ამასთან, ამ ობლიგაციების ჩარჩო შედგენილი და შეფასებულია დამოუკიდებელი მდგრადი განვითარების სააგენტოს, Sustainalytics-ის მიერ. ვენის სადაზღვევო ჯგუფის მწვანე ობლიგაცია გამოყენებული იქნება მწვანე და სოციალურად პასუხისმგებლიან ინვესტიციებში. შემოსავალი დაიხარჯება ეკოლოგიურად სუფთა პროექტებში, რომელიც ეხება განახლებადი ენერგიის, მწვანე შენობების, სუფთა ტრანსპორტირებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებს, ასევე სოციალურ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი საცხოვრებლის უზრუნველყოფას და ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობას, როგორიცაა განათლება და ჯანდაცვა.

კლიმატური ცვლილებების სტრატეგია

2019 წელს მაისში ვენის სადაზღვევო ჯგუფმა კლიმატური ცვლილებების სტრატეგია გამოაქვეყნა. ჯგუფი 2035 წლისთვის თანდათანობით გამოვა ქვანახშირის სექტორიდან და მხარს დაუჭერს მომავალს, სადაც დაბალი შემცველობის ნახშირბადს მოიხმარენ. 2019 წლის მაისიდან ვენის სადაზღვევო ჯგუფმა შეცვალა მიდგომა და აღარ აზღვევს ქვანახშირის ელექტროსადგურებს და მაღაროებს. ქვანახშირის ინდუსტრიაში განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვნად, 50%-ზე მეტით შემცირდება 2025 წლისთვის, სამაგიეროდ ეს ინვესტიციები ეკომეგობრულ ინდუსტრიებში გადაინაცვლებს.

მწვანე ინვესტიცია

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტირების სტრატეგია ითვალისწინებს სოციალურ და გარემოსდაცვით კრიტერიუმებს, განსაკუთრებით – სარკინიგზო ტრანსპორტში, ქარის ენერგიასა და ჰიდროელექტროენერგიაში, ისევე როგორც მწვანე ობლიგაციებში. 2019 წელს ჯგუფმა გააორმაგა მწვანე ობლიგაციების რაოდენობა და გაზარდა თავისი პორტფელი 50%-ზე მეტად 2020 წელს, საერთო ჯამში ობლიგაცია 238 მილიონი ევროთი გაიზარდა. ვენის სადაზღვევო ჯგუფი მხარს უჭერს თანამედროვე, პროგრესულ ინდუსტრიებს, რომლებიც არიან ეკოლოგიაზე ორიენტირებულნი , უზრუნველყოფს მათ მაღალი დონის სადაზღვევო პროგრამებით და დღეს წარმოადგენს ბაზრის ლიდერს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ტექნოლოგიური კომპანიების დაზღვევის ბაზარზე.

ხელმისაწვდომი საცხოვრისი

ვენის სადაზღვევო ჯგუფის ინვესტირების სტრატეგიის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტები ასევ შეიცავს ინვესტიციებს არამომგებიან სამშენებლო საზოგადოებებში დაბანდებას. ჯგუფს აქვს პირდაპირი ინტერესი 100 000-ზე მეტ ბინაში, რომელიც არაკომერციული კომპანიების მიერაა აშენებული, რაც შედეგად ხელს უწყობს საცხოვრებლებზე უფრო დიდ ხელმისაწვდომობას. თუ გავითვალისწინებთ რომ მოსახლეობას საცხოვრებლის ხარჯები მუდმივად ეზრდება, ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია.

ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების დაცვა

ვენის სადაზღვევო ჯგუფი მტკიცე და მკაფიო ხედვა აქვს, თუ როგორ უნდა იყოს დაცული კორპორაციული მმართველობის უმაღლესი სტანდარტები მთელი ჯგუფის მასშტაბით. კორუფციასთან და თაღლითობასთან ბრძოლა ეფექტური მენეჯმენტ სისტემებითა და ანგარიშვალდებულებით მიიღწევა, ისევე როგორ მკაფიო გზავნილებით და ღირებულებითი თანხვედრით. ჯგუფის ბიზნეს ეთიკის კოდექსი შეიცავს მკაცრ წესებს, რომელიც კრძალავს ყველა ფორმის დონაციას და სპონსორობას პოლიტიკური პარტიებისთვის, ან ადამიანებისთვის რომლებიც ასოცირებული არიან პარტიებთან. ვენის სადაზღვევო ჯგუფი ასევე უარს ამბობს ინვესტირებაზე კომპანიებში, რომლებიც აწარმოებენ ან ყიდიან იარაღს. ეს მოიცავს ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღს, კასეტურ საბრძოლო მასალებს, ნებისმიერი გაშვების, საცეცხლე ან ბიძგების სისტემებს, საზენიტო ნაღმებს, ბირთვულ იარაღებს და ურანის საბრძოლო მასალებს. ეს პოლიტიკა ხორციელდება მკაცრად და მაშინაც კი როცა არ არის თვალსაჩინო მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია ჩართულია იარაღის წარმოებასა თუ ვაჭრობაში, ჯგუფი იტოვებს ნებას, გამოიჩინოს სიფრთხილე და არ განახორციელოს ინვესტიცია მასში.

ვენის სადაზღვევო ჯგუფი ლიდერი სადაზღვევო ჯგუფია ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში (CEE). 30 ქვეყნის 50 – მდე სადაზღვევო კომპანია ქმნის ჯგუფს, რომლის საქმიანობა ხანგრძლივი ტრადიციებით, ძლიერი ბრენდებით და მომხმარებლებთან მჭიდრო ურთიერთობით გამოირჩევა. ვენის სადაზღვევო ჯგუფის 25,000-ზე მეტი თანამშრომელი 22 მილიონზე მეტი მომხმარებელს ემსახურება. VIG- ის აქციები ვენის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება 1994 წლიდან. კომპანიას სტაბლურად აქვს A + ნიშანი საერთაშორისო აღიარებული სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poor’s– ის მიერ – ყველა კომპანიის საუკეთესო რეიტინგი ATX– ში, ვენის საფონდო ბირჟის წამყვან ინდექსში. ვენის სადაზღვევო ჯგუფი მჭიდროდ თანამშრომლობს Erste Group- თან, უმსხვილეს საცალო ბანკთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …