თბილისი (BPI) – ვენის სადაზღვევო ჯგუფმა გასულ ფინანსურ წელს საუკეთესო შედეგს მიაღწია და წინასწარ მონაცემებს აქვეყებს, თუმცა კომპანიას სურს, გამოეხმაუროს მთავარ გლობალურ გამოწვევას დღეს და საკუთარი მომხმარებლები ევროპის 30 ქვეყანაში – მათ შორის საქართველოში – დაარწმუნოს, რომ ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი კომპანიები სათანადო ზომებს იღებენ ვირუსის გავრცელების პრევენციაში და ამავდროულად, შეუფერხებლად განაგრძობენ საქმიანობას და დაზღვეულების მომსახურებას.
ვენის სადაზღვევო ჯგუფის გენერალური მენეჯერი, ელიზაბეთ სტადლერი: “ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს ზედიზედ მეოთხე წელია მნიშვნელოვნად ვაუმჯობესებთ. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ ბაზრის ლიდერი, როგორც ავსტრიაში , ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში და ხაზს უსვამს ჩვენი ზრდის პოტენციალს. უდავოა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარება ბიზნესის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ მივიღეთ უსაფრთხოების ზომები ჩვენი თანაშრომლებისა და მომხმარებლისათვის და მოვახდინეთ ბიზნეს უწყვეტობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყანაში, სადაც ოპერირებს ჩვენი წევრი კომპანიები. მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს სადაზღვევო კომპანიებთან, ვირუსის შეკავების ხელშეწყობისთვის. არსებული სიტუაციის მიუხედავად, ვაპირებთ ყოველწლიურ საერთო კრებას დივიდენდის მნიშვნელოვანი ზრდა შევთავაზოთ, -. ერთ აქციაზე 1 ევროდან, 1.15 ევრომდე. გასული ფინანსურ წლის შთამბეჭდავი შედეგები ამის საშუალებას იძლევა.“
მოზიდული პრემიის ზრდა დიდწილად არა-სიცოცხლის დაზღვევაზე მოდის
მნიშვნელოვანი ზრდის (7.7.%) შედეგად, 2019 წელს მოზიდულმა პრემიამ, პირველად გადააჭარბა 10 მილიარდ ევროს. ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა და მოზიდულმა პრემიამ 742 მილიონით მოიმატა. პორტფელის 58% არასიცოცხლის დაზღვევის სექტორზე მოდის. ჯანრთელობის დაზღვევამ კი, ყველაზე მაღალი, დაახლოებით 12 %იანი ზრდა აჩვენა. პრემიის ყველაზე დიდი მატება პოლონეთში (+234.2მილიონი ევრო), ბალტიის ქვეყნებსა (124.5 მილიონი ევრო)და ავსტრიაში(103. 4 მილიონი ევრო) დაფიქსირდა.
მოგება ( გადასახადების ჩათვლით)- დაახლოებით 522 მილიონია
2019 წელს 500-დან 520 მილიონევრომდე მოგების (გადასახადების ჩათვლით) მიღება იყო დაგეგმილი. 521.6 მილიონი ევროს მოგება (გადასახების ჩათვლით) დაგეგმილზე მცირედით მაღალი, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 7.4. %-ით მეტია. შემოსავლის ზრდა კომბინირებული რაციოს (combined ratio) აშკარა გაუმჯობესებამ და ავსტრიასა(+37 მილიონი) და პოლონეთში (+37 მილიონი) შემოსავლების მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა.
კომბინრებული რაციო (Combined Ratio) მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა
2019 წელს კომბინირებული რაციოს შემცირება 0.6 პუნქტით არის შესაძლებელი, 95.4%-ის მისაღებად. 2020 წლის გეგმით გათვალისწინებულმა ღონისძიბებმა კი, დადებითი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით ავტომობილების დაზღვევის სფეროში. სადაზღვევო სეგმენტებმა ავსტრიაში (-0,7 პროცენტული პუნქტი), ჩეხეთის რესპუბლიკაში (0,7 პროცენტული პუნქტი), ბულგარეთში (-0.3 პროცენტული პუნქტი) და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში (-2.7 პროცენტული პუნქტი) მთავარი როლი ითამაშეს კომბინირებული რაციოს გაუმჯობესებაში.
სოლვენსის რაციო (Solvency Ratio)- 210%
ვენის სადაზღვევო ჯგუფის სოლვენსის რაციომ 2019 წლის 31 დეკემბრისათვის, საერთაშორისოდ მიღებული დონე, 210 % შადგინა.
ფინანსური შედეგი:
2019 წლის ფინანსურმა შედეგმა 1.010.8 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით შემცირებულია.
ინვესტიციები
2019 წლის ბოლოსათვის ინვესტიციები საერთო მოცულობა 35. 9 მილიარდი ევრო იყო.
სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯები
სადაზღვევო ანაზღაურების ხარჯებმა შეადგინა 7 262, 7 მილიონი ევრო, რაც წლიური ზრდის 4.5 %-ს შეადგენს. ეს მატება მოზიდული პრემიის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება.
დივიდენდის ხელახალი ზრდის შეთავაზება
წინა წლის შედეგების გათვალისიწინებით, ვენის სადაზღვევო ჯგუფის მმართველი საბჭო, ყოველწლიურ საერთო კრებას 1 აქციაზე, 1ევროდან, 1.15. ევრომდე დივიდენდის ზრდას შესთავაზებს.
წინასწარი შედეგები
პრესრელიზით გავრცებული ინფორმაცია 2019 წლის წინასწარ მონაცემებს ეფუძნება. გასული წლის საბოლოო ფინანსური ანგარიში 2020 წლის 16 აპრილს გამოქვეყნდება საიტზე – www.vig.com
მიმდინარე მოვლენები – COVID-19
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ ყველა საჭირო და აუცილებელ ზომას ვიღებთ თანამშრომლების დასაცავად და ბიზნესუწყვეტობის უზრუნველსაყოფად. ვენის სადაზღვევო ჯგუფიც, დააკვირდება მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის ცვლილებებს განახორციელებს მოვლენათა განვითარების შესაბამისად. გარდა ამისა, კაპიტალის ბაზარის მონიტორინგიც მუდმივად ხორციელდება.
ვირუსის გავრცელეის შესაჩერებლად მიღებული ზომები მსოფლიო მასშტაბი გლობალური ეკონომიკის ზრდას შეამცირებს.ამ ეტაპზე რთულია, შეავაფასოთ, თუ რა გავლენა ექნება ჯგუფის საქმიანობაზე არსებულ ვითარებას. მოვლენათა გვალდაკვალ დავგეგმავთ შესაბამის ცვლილებებს.
ვენის სადაზღვევო ჯგუფი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიაა ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის წევრი 50 კომპანია ევროპის 30 ქვეყანაშ გამოირჩევა სტაბილურობით და მომსახურების საუკეთესო ხარისხით. 25,000 თანაშრომელზე მეტი ყოველდღიურად 22 მილიონ დაზღვეულს ემსახურება . ვენის სადაზღვევო ჯგუფის აქციები კოტირებულია ავსტრიის საფონდო ბირჟაზე 1994 წლიდან და A+ რეიტინგს (Standards&Poor) ამ წლების განმავლობაში სტაბილურად ინარჩუნებს. ვენის სადაზღვევო ჯგუფი ლიდერია ბანკაშურანსის მიმართულებით და მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის წამყვან ბანკთან – “ერსტე ბანკთან”.
“ვენის სადაზღვევო ჯგუფი” საქართველოში 2005 წელს შემოვიდა და დღეს ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინვესტორია ბაზარზე. “ჯიპიაი ჰოლდინგი” – როგორც მისი წევრი კომპანია #1 სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით.