“ვენდისი” პიცის კუთხეს აფართოებს

თბილისი (BPI) – “ვიწოლ ჯგუფი” “ვენდისის” ამერიკულ რესტორნებში პიცის კუთხის პროექტის განხორციელებით კმაყოფილია. მენეჯმენტმა გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის გამო, ქსელის გაფართოება გადაწყვიტა და 1 თვეში არსებულ 6 კუთხეს კიდევ 3 შეემატება.

„ვისოლ ჯგუფმა“ პიცერიების ქსელი რამდენიმე თვის წინ შექმნა.  ამ დროისთვის “ვენდისის” 6 რესტორანშია პიცია კუთხე.

კომპანიაში ამბობენ, რომ “ვენდი”-ს რესტორნებში ამ ეტაპზე პიცა მხოლოდ საქართველოში იყიდება, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, შესაძლოა საქართველოში შექმნილი წარმატებული პროექტი სხვა ქვეყნებშიც დაინერგოს.

საწყის ეტაპზე “ვენდი” ხუთი სახეობის პიცას სთავაზობდა მომხმარებლებს: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტარიანული პიცა. რამოდენიმე კვირის წინ პიცის ასორტიმენტს კიდევ ორი ახალი პიცა დაემატა: ბელისიმო და კაპრიჩოზა.

“ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის ახალი სერვისები ამოქმედდა

დღეიდან, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მელიორაციის სექტორის სამი ახალი სერვისი იუსტიციის სახლის …