200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს – გიორგი ღიბრაძე

200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაში 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …