ვარნასა და თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება

თბილისი (BPI) – ბულგარეთის სიდიდით მესამე ქალაქ ვარნასა და საქართველოს დედაქალაქ თბილისს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნა განიხილება.

აღნიშნულის შესახებ ბულგარეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თამუნა ლილუაშვილისა და ვარნას მერის ივანე პორტნიჰის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ბულგარეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები წლების წინ იყო, თუმცა დღეისათვის ქვეყნებს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აღარ აქვთ.

როგორც საქართველოს ელჩი მიიჩნევს, ვარნასა და თბილისს შორის ავიარეისების დანიშვნით ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მეორადი ნივთების გაყიდვების ბუმია – სტერეოტიპების მსხვრევა და ეკონომიკური ტრენდები

გერმანიაში მეორადი მოხმარების ნივთების ბაზარი რეკორდულ ზრდას აჩვენებს და სულ უფრო პოპულარული ხდება მოსახლეობის ყველა …