ექსპერტები საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ზრდას ელიან

თბილისი (BPI) – საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი იზრდება.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. “მიმდინარე  ეტაპზე სეზონის ამ დროისათვის ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მოხმარება.  ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში საგზაო სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.”

2019 წლის პირველი კვარტალში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 10,1 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (9,1 ათასი ტონა).

იმპორტის 98,7% მოდის  ირანზე.

შემთხვევითი სიახლე

ჩინეთი ვიეტნამის საზღვრის დასაცავად ანდროიდებს გამოიყენებს

ჩინური კომპანია UBTech Robotics მასშტაბურ შეკვეთას მიიღებს, რომელიც ითვალისწინებს საზღვრის დაცვასა და კონტროლში ჰუმანოიდური რობოტების …