ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორთან ერთად, ერთიანი სტატისტიკური ბაზა დანერგა

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს სტატისტიკური მონაცემების სიზუსტის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ფინანსური სექტორის მიერ სებ-თან ანგარიშგებისთვის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების ერთიანი ბაზა შემუშავდა. აქამდე არსებული სისტემით, კომერციული ბანკები თავად ანიჭებდნენ იურიდიულ პირს შესაბამისს სტატუსს, ახალ ბაზაში კი იურიდიული პირების კლასიფიკაცია ინსტიტუციური სექტორების, ეკონომიკური საქმიანობის სახეობისა (NACE Rev 2) და საწარმოთა ზომის მიხედვით ერთიანადაა წარმოდგენილი.

ერთიანი ბაზა აზუსტებს მცირე და საშუალო ბიზნეს (SME) და კორპორატიული სესხების ჩაშლას. აღნიშნულმა ცვლილებამ გარკვეული გავლენა იქონია ფართო ფულის მაჩვენებლების დაანგარიშებაზეც, რამდენადაც ფართო ფულის მაჩვენებლებში, გარდა სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული იურიდიული პირებისა და ბანკთაშორისი დეპოზიტებისა, იურიდიული პირების დეპოზიტებიც შედის. მიუხედავად ჩაშლილი მონაცემების ამ დაზუსტებისა, სესხებისა და დეპოზიტების ჯამური რიცხვები არ იცვლება.

ეროვნული ბანკი, ფინანსურ სექტორთან ერთად, აქტიურად მუშაობს აღნიშნული ერთიანი ბაზის მიხედვით მონაცემების განახლებულ და დაზუსტებულ კლასიფიკაციაზე. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ჯამური სტატისტიკის ჩაშლაში დაზუსტებები და კორექტირებები პერიოდულად განხორციელდება.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …