ეროვნულმა ბანკმა კიბერ – რისკის თემაზე საერთაშორისო ვორქშოპს უმასპინძლა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეროვნული ბანკისა და ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ვორქშოპი თემაზე – “კიბერ-რისკი და კიბერმოქნილობა ფინანსური რეგულატორებისთვის”.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა კიბერ-რისკის მართვის მზარდ მნიშვნელობაზე ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური ზედამხედველობის ფარგლებში.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების “TIBER-EU” ჩარჩო, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური ზედამხედველობის კიბერ-რისკთან დაკავშირებული მიდგომები, კიბერუსაფრთხოება საქართველოში. ასევე, ფინანსურ სექტორში კიბერ-რისკების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გააზიარეს.

სამუშაო შეხვედრაში ევროპისა და კავკასიის რეგიონის 11 ქვეყნის – ჰოლანდიის, პოლონეთის, ისრაელის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მონტენეგროს ცენტრალური ბანკებისა და საფინანსო საზედამხედველო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …