ეროვნული თანხმობის დეკლარაციის პრეზენტაცია

„ჯეოქეისისა“ და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანამშრომლობით, “ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის “ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია გაიმართა.

ეროვნული თანხმობის პლატფორმის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას და შექმნას  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.

ეროვნული თანხმობის დეკლარაციის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრას ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომლებიც დეკლარაციის ტექსტში აისახა.

ეროვნული თანხმობის დეკლარაციის პრეზენტაციას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.

დეკლარაციას პირველებმა ხელი მოაწერეს პლატფორმის დამფუძნებლებმა და ხელმოწერას დამსწრე საზოგადოებაც შეუერთდა.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და „ჯეოქეისის“ ოფიციალურ გვერდებზე. დოკუმენტზე საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლება ხელის მოწერა.

დეკლარაციის პრეზენტაცია ასევე იგეგმება საქართველოს  6 საუნივერსიტეტო ქალაქში.

იხილეთ დეკლარაცია

Declaration on National Unity

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …