ეროვნული ბანკი ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებების პროექტს აქვეყნებს

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა ეროვნული ბანკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა. სებ-ი მუდმივად ცდილობს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის დახვეწასა და გაუმჯობესებას, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, იცვლება მარეგულირებელი მოთხოვნები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში” შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებს ეფუძნება და, ამავდროულად, სექტორში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. პროექტით მათ შორის გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.

პროექტი გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით. შემოთავაზებების, შენიშვნების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია cp@nbg.gov.ge-ზე მიმდინარე წლის 2023 წლის 15 სექტემბრამდე. დაინტერესებული მხარეებისგან მიღებული მოსაზრებების შეჯერებისა და მათთან განხილვის შედეგად პროექტი ჩამოყალიბდება და დამტკიცდება საბოლოო სახით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …