ეროვნული ბანკი სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელოს პროექტს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი, მანდატის ფარგლებში, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელოს პროექტს აქვეყნებს. საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს, დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები ეროვნულ ბანკს გაუზიარონ.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკს ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დანერგილი აქვს, თუმცა, სახელმძღვანელოს შემუშავება ხელს შეუწყობს პროცესის ფორმალიზებას.

დოკუმენტი განსაზღვრავს კონსულტაციების წარმართვის პროცესსა და ვადებს. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ საჯარო კონსულტაციების პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, კერძოდ: ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, როგორც დაინტერესებული პირების მოსაზრებები, ასევე – წარმოდგენილ კომენტარებზე სებ-ის საპასუხო შემაჯამებელი დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი სებ-ის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების სახელმძღვანელოს ნაწილი იქნება, რომლის შემუშავებისას, ეროვნული ბანკი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით ხელმძღვანელობდა, მათ შორის, ევროპის საბანკო უწყებისა (EBA) და ბრიტანეთის პრუდენციული რეგულირების უწყების (PRA) სტანდარტებითა და პრაქტიკებით.

სახელმძღვანელოს პროექტი (დანართებთან ერთად) დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია policy@nbg.gov.ge -ზე მიმდინარე წლის 15 აგვისტომდე.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …