ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია

საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურს, გარე შეფასების შედეგად, კვლავ უმაღლესი კატეგორია – “შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოსა და ეთიკის კოდექსთან ზოგადად შესაბამისი (Generally Conforms with International Professional Practice Framework (IPPF) and the Code of Ethics of the Institute of Internal Auditors (IIA))” მიენიჭა1. გარე შეფასების მისია ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ექსპერტებისაგან, დარგის აღიარებული პროფესიონალებისაგან შედგებოდა.

 

შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის (IIA) მიერ გამოცემული შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო ჩარჩოს (IPPF) მოთხოვნის თანახმად, შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხის გარე შეფასება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხორციელდება. აღნიშნულის შესაბამისად, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა, შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის სერტიფიცირებულ ექსპერტთა მიერ ხარისხის სრული გარე შეფასების მიდგომა, უკვე მეორეჯერ შეარჩია, როგორც ყველაზე მაღალი დონის რწმუნების მიღების მეთოდი.

 

შეფასების პროცესი მოიცავდა, როგორც ექსპერტთა მიერ კონკრეტული მასალების დისტანციურ შესწავლას და დაინტერესებული მხარეების გამოკითხვას, ასევე, შემფასებელთა ადგილზე ვიზიტს. შედგა არაერთი შეხვედრა ეროვნული ბანკის მენეჯმენტთან, შიდა აუდიტორებთან, აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარესთან და გარე აუდიტორთან. ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს შიდა აუდიტის სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია, პროცესები და პროცედურები. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გარე შეფასების დასრულების შემდეგ გაიცა ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი.

 

დამოუკიდებელი გარე შეფასების შედეგებმა, უკვე მეორეჯერ დაადასტურა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ხარისხის სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან. ამასთან, მისიის ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა აუდიტის სამსახურმა, მიიღო შეთავაზება, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი საერთაშორისო სემინარის ორგანიზების თაობაზე. ასევე, შიდა აუდიტის სამსახური მიწვეულია თანამედროვე შიდა აუდიტისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევის – “რეალურ დროში აუდიტის (Real Time Audit)” საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სამუშაო ჯგუფში.

1ხარისხის გარე შეფასების სამ საფეხურიანი შკალიდან უმაღლესი შეფასება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …