ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი გახდა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი გახდა.

დავითი ჩვენს გუნდს 2011 წელს შემუერთდა. იგი პროფესიით ეკონომისტია, დამთავრებული აქვს Boston University – ისა და ISET – International School of Economics – ის სამაგისტრო პროგრამა. ასევე, გავლილი აქვს პროფესიული კურსები Harvard University – სა და London Business School – ში. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე კავკასიის უნივერსიტეტი – Caucasus University – ში.

დავითის ხელმძღვანელობით ეროვნულ ბანკში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, შემუშავდა ბანკების სისტემურობის ბუფერის, LCR / NSFR – ისა და სტრეს – ტესტირების ჩარჩო. იგი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების შემოღებისა და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირების, ასევე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის შემცირების ერთ – ერთი ინიციატორი.

“გიყვარდეს, რასაც აკეთებ და არ შეუშინდე გამოწვევებს”, – ასეთია დავით უტიაშვილის წარმატების ფორმულა

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …