ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სემეკის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის დავით ნარმანიას წარდგინებით სემეკის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მათ ჯილდოები გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ.
სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორსა და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორს ნუგზარ ბერიძეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება მიენიჭა, ხოლო ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელს გულნარა ბედოშვილს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცა.
ნუგზარ ბერიძე ელექტროენერგეტიკის სექტორში 30 წელზე მეტია საქმიანობს. იგი არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი, მისი ჩართულობით შექმნილია არაერთი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტი. სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძისა და ქუთაისის „აკაკი წერეთლის“ უნივერსიტეტებში. იყო აგრარულ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორი.
გულნარა ბედოშვილი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 1999 წლიდან. იგი პროფესიით ეკონომისტია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებასა და სხვადასხვა პერიოდში ტარიფების კალკულაციაში. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …