ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ტრენინგები მინდინარეობს 

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ “ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლების” სასწავლო კურსის მონაწილეებს სემეკის სატარიფო პოლიტიკა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სატარიფო მეთოდოლოგიები გააცნო.

ტრენინგის ფარგლებში გივი სანიკიძემ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლითაც ხელმძღვანელობს სემეკი ტარიფების დადგენის პროცესში.

სასწავლო კურსი „ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საფუძვლები“ განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგეტიკული პოლიტიკისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.

კურსის ფარგლებში ტრენინგებს ატარებენ ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სემეკის წარმომადგენლები და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელი პირები.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …