„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება – სემეკი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული და საქართველოს  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა არ იქნება გათვალისწინებული წარმოების ტარიფის გაანგარიშებისას, ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე არ აისახება. ამის შესახებ სემეკის განცხადებაშია აღნიშნული. მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ამ ცვლილების გამო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„საკანონმდებლო ცვლილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული ობიექტის შემდგომ განვითარებასა და სტაბილურ ფუნქციონირებაზე. ცვლილების საფუძველზე, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ დადგენილი ტარიფები ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსურ გაძლიერებასა და მასზე დაკისრებული ვალდებულებების შეუფერხებლად განხორციელებას.

სატარიფო რეგულირების პერიოდში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ ახალი ტარიფების გავლენა ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე დაბალანსდება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების კასკადის“ მიერ წარმოებული იაფი ელექტროენერგიის მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით რეალიზაციით“, – განმარტავენ სემეკში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ტრენინგ კურსები 2024 წელს 900-მა პირმა გაიარა

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, 2024 წლის განმავლობაში ჩატარებული სასწავლო კურსების ფარგლებში, 900 პირმა …