ენგურჰესის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყება

თბილისი (BPI) – „ენგურჰესის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვლის ბოლოს დაიწყება,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, პროცესი 4 თვეს გასტანს და გვირაბის რეაბილიტაცია ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

„რეაბილიტაციის პროცესის დაფინანსებაში EBRD მონაწილეობს. ვფიქრობთ, რეაბილიტაციის ღირებულება დაახლოებით 30 მლნ დოლარი იქნება,“ – განაცხადა თვალაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის გვირაბის რეაბილიტაცია უკვე რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები 2018 წელს,შემდეგ კი 2019 წელს იყო დაგეგმილი.

ბიზნესპარტნიორი

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …