„ემ ქეი დიმ“ აზიის განვითარების ბანკს 18.75 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციის გამოშვებასთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურება გაუწია

იურიდიულმა ფირმამ „ემ ქეი დი“ აზიის განვითარების ბანკს  (ADB) 18.75 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციის გამოშვებასთან დაკავშირებით იურიდიული კონსულტაცია გაუწია.

ბანკის ობლიგაციის გამოშვებით მოზიდული სახსრების დაბანდება უნდა მომხდარიყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალის” მიერ გამოშვებულ 2-წლიან გენდერულ ობლიგაციაში (გენდერული ობლიგაცია წარმოადგენს სოციალური ხასიათის ობლიგაციას, რომლის გამოშვებაც ხდება სქესთა თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშესაწყობად).

“კრისტალის” ობლიგაციის გამოშვების სრული მოცულობა შეადგენდა 25 მილიონ ლარს, საიდანაც 18.75 მილიონი ლარის ობლიგაციების შეძენა მოხდა აზიის განვითარების ბანკის მიერ, ხოლო დანარჩენი 6.25 მილიონი ლარის ობლიგაციები საქართველოს ბანკმა იყიდა.

საქართველოში პირველი გენდერული ობლიგაციის „საქართველოს საფონდო ბირჟის“ მეშვეობით განთავსებიდან მიღებული ამონაგებით მოხდება ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება.

გარიგების დროს აზიის განვითარების ბანკს სამართლებრივ კონსულტაციებს “ემ ქეი დის” იურისტი, ნატალია ბაბაკიშვილი უწევდა, ხოლო საქმეზე პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი იყო.

აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთი შესაძლებლობაა საქართველოში ქალები უფრო აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაგვეწია იურიდიული მომსახურება აზიის განვითარების ბანკისათვის, რომელიც დაინტერესდა პირველი ადგილობრივი გენდერული ობლიგაციების ძირითადი ნაწილის შეძენით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …