ელექტრომობლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მაჩვენებელი გასამმაგდა

თბილისი (BPI) – ელექტრომობილებმა საქართველოში 2018 წელს 167 ათასზე მეტი კვტ ელექტროენერგია მოიხმარეს, მაჩვენებელი გასამმაგებულია 2017 წელტან შედარებით.

კომპანია E-space-ის ცნობით, 2017-2018 წლებში სულ ელექტრომობილებმა 217 652 კვტ მოიხმარეს. დამუხტვის ტრანზაქციების რაოდენობამ 28 268-ს მიაღწია, აქედან 21,999 ტრანზაქცია 2018 წელზე მოდის

ამ დროისთვის ქვეყანაში ელექტრომობილის 56 დამტენია.

ელექტრომობილის მფლობელთა და პარტნიორ კომპანიებთან ერთად საერთო ძალისხმევით 2017-2018 წლებში 165 ტონაზე მეტი CO2 არ გავრცელდა ატმოსფეროში.

ი-სპეის • E-Space-ს ფოტო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …