ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის 3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებულ- ნარმანია

ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 15 0000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ, – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია. მისი განმარტებით, ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია.

“თუმცა, თუ თითოეულ ოჯახში მაცხოვრებელთა რაოდენობაზე გადამრავლდება, მილიონ მოქალაქეზე მეტია, როგორც ეს მთავრობის მეთაურის მიერ იქნა ხაზგასმული. პროექტის და შესაბამისი ტექნიკური დეტალების კომპანიებთან შეჯერებას მარეგულირებელი კომისია განახორციელებს, ისევე როგორც ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, აბონენტები, რომელთაც დაუსუბსიდირდათ აღნიშნული ტარიფის ნაზრდი, ქვითართან ერთად მიიღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე რომ მათი ტარიფიდან 3,5 თეთრი დაფინანსებულია სახელმწიფოს მხრიდან. 2020 და 2021 იყო კოვიდპერიოდთან დაკავშირებული განსხვავებული ტიპის გადაწყვეტილებები სამთავრობო, საკოორდინაციო საბჭოსი, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ფინანსდებოდა მარტი-აპრილი-მაისის თვე, შემდეგ უკვე ნოემბერი-დეკემბერი, ანუ ამას შეიძლება დავარქვათ ზამთრის პერიოდის სუბსიდირება. 2021 წელსაც დიდწილად ასე იყო, ამდენად ახალი პროექტი განსხვავებულია, რადგან სრული წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, თუ რამდენი დაფინანსდა, თვეების მიხედვით განსხვავებულია, რადგან მონაცემთა ბაზაშიც სოციალურად დაუცველები რაღაც პერიოდში ხან მეტია, ხან ნაკლებია. ელექტროენერგიის ბაზა ორივე კომპანიის შემთხვევაში, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების სოციალურად დაუცველთა მონაცემები ყოველთვიურად სინქრონიზებულია“, – განაცხადა ნარმანიამ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …