ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 3.5%-ით გაიზარდა – Galt & Taggart

ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წელს წლიურად 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 ტვტ.სთ-ს მიაღწია, – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში“ არის აღნიშნული. ირკვევა, რომ 2025 წლის მოხმარების მატება ძირითადად პირდაპირი (+9.2% წ/წ) და საცალო მომხმარებლების (+3.2% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.

„ამასთან, აფხაზეთის რეგიონის მოხმარება წლიურად 2.6%-ით შემცირდა. 2025 წელს საცალო მოხმარება გაიზარდა როგორც ეპ ჯორჯიას (+4.2% წ/წ), ასევე თელმიკოს (+1.9% წ/წ) მომხმარებლებისთვის“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …