ელექტროენერგეტიკულ სექტორში 26 ლიცენზიანტი ოპერირებდა – რა მოცულობის ენერგიის დანაკარგი ჰქონდა სექტორს 2022 წელს

სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ელექტროენერგეტიკულ სექტორში ჯამში 26 ლიცენზიანტი ოპერირებდა. მათ შორის, წარმოების მიმართულებით ბაზარზე 21 ოპერატორი ფუნქციონირებდა, ენერგიის განაწილების მიმართულებით 2 კომპანია, გადაცემის მიმართულებით 1, ხოლო ბაზრის ოპერირების კუთხით 2 კომპანია.

სემეკში აცხადებენ, რომ საანგარიშო წელს კომისიის მიერ ლიცენზირებასთან დაკავშირებით მომზადდა გადაწყვეტილება, კერძოდ: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 13 მაისის №20/6 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება სს „სვანეთი ჰიდროზე“ გაცემულ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიაში და ამოღებულ იქნა „მესტიაჭალა ჰესი 1″.

რაც შეეხება ელექტროენერგიის დანაკარგების მოცულობის ნაწილს. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო წელს ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივმა ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 6.08%. ქსელში ჯამურად მიღებული ელექტროენერგიის რაოდენობასთან მიმართებაში (გადამცემ ქსელში – 1.97%, განაწილების ქსელში – 4.11%). აღნიშნული მაჩვენებელი 6.47 %-ით არის გაუარესებული წინა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს  სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ფაქტობრივმა დანაკარგმა 570 გვტ.სთ შეადგინა, რაც ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9.99%-ს შეადგენს და აღემატება დადგენილ ნორმატიულ ნორმას (9.80%). 2021 წელს კომპანიის ფაქტობრივმა დანაკარგმა ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 9.83% შეადგინა, შესაბამისად, საანგარიშო წელს იგი უმნიშვნელოდ, 1.6 %-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სს „თელასს“, კომპანიის ფაქტობრივმა დანაკარგმა 2022 წელს ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 6.07% შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემზე 2-ჯერ მეტია (გამოწვეულია
მრიცხველების ბლოკური წაკითხვიდან ციკლურზე გადასვლით), ხოლო 2020 წლის მონაცემზე –8.9%-ით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …