ელექტროდამტენების დამონტაჟებაზე მერიაში 59 განაცხადი შევიდა

თბილისი (BPI) – თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“ დაამონტაჟებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე –  chargers.tbilisi.gov.ge უკვე ძალიან ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდა და პირველი თებერვლიდან დღემდე, საკუთარ სახლთან ელექტროდამტენის დამონტაჟების მოთხოვნით, 59 განაცხადია შესული. 

ელექტროდამტენების წახალისების მიზნით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ვისაც ელექტრომობილები ყავს შეუძლია მიმართოს დედაქალაქის მთავრობას და მერია საცხოვრებელ სახლებთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ელექტროდამტენებს დაუმონტაჟებენ.

“ისეთი მოდელი შევიმუშავეთ, რომ არც მუნიციპალიტეტს მოუწევს თანხის დახარჯვა. ბიზნესთან მუშაობით და ერთიანი შეთანხმებით, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანეთ. გამოცხადებული გვქონდა კონკურსი და გვყავს გამარჯვებული კომპანია „ქართლი ენერჯი“, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ ელექტროდამტენები დამონტაჟდეს იმ კონკრეტულ ადგილებზე, სადაც მოთხოვნაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …