“ელექსირი” ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” წევრი გახდა

თბილისი (BPI) – “ელექსირი” ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” წევრი გახდა.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვას სიცოცხლისუნარიანი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით.

აგრონომიაში „ელექსირის“ გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა ორგანული ნაყოფის მიღებაა შესაძლებელი, ამიტომ ასოციაცია „ელკანას“ წევრობა ამ სინთეზის წახალისებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ბიომეურნეობისთვის თავსებადი ეკომეგობრული პროდუქციის მიღებასთან ერთად ელექსირისთვის პრიორიტეტულია ახალი ბიოპრეპარატებისა და ტექნოლოგიების გამოცდა, პოპულარიზაცია და დანერგვა ბიომეურნეობაში, რასაც „ელკანასთან“ ერთად თანამშრომლობით ვგეგმავთ.

„ელექსირი“ პირველი უნიკალური ეკოლოგიურად სუფთა, მაღალტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც ბიო სადეზინფექციო თვისებების გამო ფართო გამოყენება აქვს საყოფაცხოვრებო ჰიგიენაში, აგრონომიასა და ვეტერინარიაში. ის უვნებელია გარემოს, ადამიანის და სხვა არამავნე ცოცხალი ორგანიზმებისათვის. აგრომონიის მიმართულების პროდუქტი წარმოადგენს მცენარის ჯანსაღი და პროდუქტიული ზრდა-განვითარების დამხმარე საშუალებას.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა 4 თვეში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 120 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2026 წლის იანვარიდან აპრილის ჩათვლით ელექტროენერგიის, ბუნებრივი …