ეკოტურისტული სერვისებიდან საქართველომ ₾7,836 მლნ-ზე მეტი შემოსავლი მიიღო

თბილისი (BPI) – ეკოტურისტული სერვისები საქართველოში პოპულარული ხდება. ქვეყანამ 8 თვეში ₾7,836 მლნ-ზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც 27%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მლნ ლარია დახარჯული.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას.

წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს უსაფუძვლოდ დარიცხული 200 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე წელს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი …