ეკოტურიზმი საქარველოსთვის განვითარების ახალი შესაძლებლობებია – ევრონიუსი საქართველოზე

ევრონიუსის მილიონობით მაყურებელი საქართველოს ეკოტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობა. სიუჟეტში, რომელიც ჟურნალისტმა აჭარაში მოგზაურობისას მოამზადა, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ეროვნული პარკებია წარმოჩენილი. “საქართველოში ეკოტურიზმი ეკონომიკისა და გარემოს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს” – ამბობს ჟურნალისტი, რომელიც მაყურებელს კინტრიშის, კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს.

სიუჟეტში ბათუმის და ზოგადად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე ტურისტულად მიმზიდველ ადგილზე საუბრობენ. სიუჟეტი ევრონიუსის ეთერში 9 ენაზე, მსოფლიოს 160 ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში იტრიალებს. პარალელურად ევრონიუსზე აჭარის საიმიჯო რგოლები და ეროვნული პარკების ამსახველი ფოტო სლაიდშოუ გადაიცემა. რეგიონის სარეკლამო კამპანია ევრონიუსზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.

ევრონიუსზე გასული სიუჟეტი იხილეთ აღნიშნულ ლინკზე – https://www.youtube.com/watch?v=0TlNNxN2VCQ

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …