ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება – სებ-ის პრეზიდენტი

სებ-ი მაკროეკონომიკური ძირითადი მაჩვენებლების განახლებას ​​აგვისტოს დასაწყისში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტზე გააკეთებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება.

„შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ნავთობის ფასები წინა კვირაში შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვები გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რამაც შეიძლება, გლობალური რეცესია გამოიწვიოს და რაც იმოქმედებს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …