ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება დაუკანონდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით 367 დევნილ ოჯახს, წლების განმავლობაში, მათ მიერ ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული 409 უძრავ ქონება დაუკანონდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იქნა მიღებული. საკუთრებაში გადაცემული ქონება მოიცავს საცხოვრებელ ფართებს და მიწის ნაკვეთებს.
მხოლოდ მიმდინარე, 2023 წელს საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 704 დევნილ ოჯახს 751 უძრავი ქონება გადაეცა. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით დევნილთათვის დაკანონებული უძრავი ქონება ამჯერადაც პრაქტიკულად, ქვეყნის ყველა რეგიონში მდებარეობს – თბილისში, ქუთაისში, ჩხოროწყუში, შიდა ქართლში, თელავში, მცხეთაში, ბორჯომში, ქვემო ქართლში, სამეგრელოში, იმერეთში, ბათუმსა და რაჭა-ლეჩხუმში.
დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტია, მათ შორის ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების კუთხით. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობენ – ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე დევნილთათვის უძრავი ქონების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი უკვე რამდენიმე წელია ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, წლიდან წლამდე უმჯობესდება დევნილ ოჯახთა როგორც საცხოვრებელი, ისე სოციალური პირობები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ საკითხზე მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …