ეკონომიკა 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ეკონომიკა 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა, – ზრდის წინასწარი მონაცემები “საქსტატმა” გამოაქვეყნა.

რაც შეეხება 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5,6%-ს მიაღწია.

“საქტატის” წინასწარი შეფასებით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში.

კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტის და საფინანსო საქმიანობის დარგებში.

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …