თბილისი (BPI) – 2019 წლის II კვარტალში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზარდა. მშპ-ის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11,026 მლრდ ლარს მიაღწია. დეფლატორი გაზრდილია 3.8 პროცენტით.
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი (17.9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (16.9 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (14.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11.5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (10.8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (9.3 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (7.4 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (5.2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (4.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა (2.1 პროცენტი). კლება დაფიქსირდა განათლებაში (-7.9 პროცენტი), სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7.7 პროცენტი), მშენებლობაში (-4.6 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობაში (-4.5 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.8 პროცენტი) და მრეწველობა (16.4 პროცენტი) შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10.9 პროცენტი), მშენებლობა (8.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (7.4 პროცენტი).
შემთხვევითი სიახლე
სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …