ევროპის TOP-10 „ლოუკოსტერი” ავიაკომპანიიდან 3 უკვე საქართველოს ავიაბაზარზეა

თბილისი (BPI) – ევროპის საუკეთესო „ლოუკოსტერის“ ტიტული EasyJet-მა მოიპოვა. “Best Low-Cost Airlines in Europe 2019”-ი ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანია Skytrax-მა გამოაქვეყნა, რომელმაც რეიტინგი 100-ზე მეტ ქვეყანაში 21,65 მლნ მგზავრის გამოკითხვის შედეგად შეადგინა.  გამოკითხვა კი 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ბოლომდე მიმდინარეობდა.

ევროპის საუკეთესო „ლოუკოსტერების“ რეიტინგში მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Norwegian-ი, ხოლო მესამეზე Ryanair.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საუკეთესო “ლოუკოსტერების” TOP-10-დან საქართველოს ავიაბაზარზე 3 ავიაკომპანია Wizz Air-ი, airBaltic-ი და Pobeda უკვე ოპერირებენ, ხოლო რაც შეეხება რეიტინგში არსებულ კიდევ ერთ ავიაკომპანიას – Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2020 წლიდან განიხილავს.

Best Low-Cost Airlines in Europe 2019

1. EasyJet

2. Norwegian

3. Ryanair

4. Eurowings

5. Vueling Airlines

6. LEVEL

7. Jet2.com

8. Wizz Air

9. airBaltic

10. Pobeda

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი …