ევროკავშირსა და დსთ-ს ქვეყნებში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში გაიზარდა.

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე 276.2 მლნ დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა, 14.3%-ით მეტი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 576.5 მლნ დოლარის საქონელი, 34.1%-ით მეტი, 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

იმპორტის მოცულობამ ევროკავშირის ქვეყნებთან 709.7 მლნ დოლარს მიაღწია (14.7%-ით ნაკლები). სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 985.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 8.2%-ით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.2%-ით განისაზღვრა.

დსთ-ს ქვეყნებთან იმპორტის მოცულობა 773.4 მლნ დოლარს გაუტოლდა (11.8%-ით ნაკლები). სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 350.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 12.4 პროცენტი იყო.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …