15 აპრილს, ევროკავშირი ახალგაზრდობისთვის (EU4Youth) ინიციატივის ფარგლებში განხორციელებული პროექტი „სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში“ (SEAG), ატარებს კონფერენციას თემაზე „სოციალური საწარმოების განვითარებისთვის ხელსაყრელი ეკოსისტემის შექმნა საქართველოში“.
კონფერენცია ორგანიზებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Mercy Corps-ისა და საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის (ABCO Georgia) მიერ.
მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროკავშირის დელეგაციის, ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საბანკო სფეროს, კვლევითი ორგანიზაციების, საკონსულტაციო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა.
კონფერენციაზე წარადგენენ SEAG პროექტის ფარგლებში შექმნილ ბიზნეს ინკუბატორსა და ბიზნეს აქსელერატორს, ასევე
გაიმართება პანელური დისკუსია და გაფორმდება მემორანდუმი ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციასა და საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსს შორის.
EU4Youth – სოციალური მეწარმეობა სომხეთსა და საქართველოში პროექტის მიზანია, სომხეთსა და საქართველოში 18-29 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის გაძლიერება და დასაქმება სოციალური მეწარმეობის სფეროში; ასევე, სოციალური უთანასწორობის შემცირება მათი გაერთიანების, დასაქმების და ჩართულობის მეშვეობით.