დღე-დღეზე გაეშვება გირჩი TV

თბილისი (BPI) – „გირჩიც” ტელევიზიას აფუძნებს. “თქვენი დახმარება მჭირდება მეგობრებო”, – პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს , რომ დღე დღეზე გაეშვება გირჩი.

არსებულ პროდუქტებს (,,გირჩის აზრით”, ,,თავისუფალი ბაზარი”, ,,პროცესი” ) დაემატება რამდენიმე გადაცემაც, მათ შორის სპორტული.

“თუმცა აღმოჩნდა, რომ არც ერთს არ გვაქვს გამოცდილება და არც ცოდნა იმისა თუ როგორ უნდა ვესაუბროთ პოტენციურ სპონსორებს და რეკლამის შემკვეთებს”, – პარტიას გამოცდილი კადრები სჭირდება, რომლებისგანაც მიიღებენ რჩევებს- “ნებისმიერ საქმიან რჩევას დაგიფასებთ”.

შემთხვევითი სიახლე

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სემეკის მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული …