დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია – მინისტრი

დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.  ლევან დავითაშვილის განმარტებით, ლართან დაკავშირებით ემოციური ფაქტორები არის შიგნით.

“აქ ხელისუფლების დიდი სურვილი, მოწოდება და თხოვნა ზოგადად, მთლიანად საზოგადოებასთან არის ერთადერთი – მნიშვნელოვანია ნაკლები ემოციებით შევხედოთ (ეკონომიკური პროცესების ნაწილში ვამბობ). ეს არის ის ემოციური ფონი, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ეკონომიკაში გადადის. გავმიჯნოთ, ერთია ცალსახად ჩვენი სოლიდარობა და საკითხი, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას, აგრესიას, სადაც ჩვენ მშვიდი ვერ ვიქნებით, მაქსიმალურად ემოციურები ვიქნებით და ვართ, ასეა თითოეული მოქალაქე, არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობას, სტატუსს და პოზიციას.

რაც შეეხება ეკონომიკურ პროცესებს, ეს არის ძალიან მგრძნობიარე და ბევრი თქვენგანი ექსპერტული ცოდნით გამოირჩევა იმიტომ, რომ ხშირად ეკონომიკურ თემებზე მუშაობთ. ამიტომ, თქვენც კარგად გესმით, რომ ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებით სიმშვიდე, პრაგმატულობა, სწორი ნაბიჯების გადადგმა არის ერთადერთი, რომ ჩვენ ვალუტის კურსი შენარჩუნებული გვქონდეს. დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, დარწმუნებული ვართ, მთელი საზოგადოება მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …