დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი შენელდა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტემპი შენელებულია.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ მარტში 6,3 მლრდ ლარს მიაღწია, წლიური ზრდა მხოლოდ 0,7%-ია. იანვარსა და თებერვალში ზრდის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო, შესაბამისად 14,6% და 10.5%.

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 2 426 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 47.5%–ით არის შემცირებული 2019 წლის მარტთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …