დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვა ივლისში 16,7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ივლისში გაიზარდა, მცირედით გაზრდილია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის ივლისში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 7,33 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 16,7%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ივლისში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 152 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 0,5%–ით არის გაზრდილი 2018 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას – დავით ნარმანია

სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში – „წყლის რესურსები …