დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვა სექტემბერში 15,7%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა სექტემბერში გაიზარდა, შემცირებულია ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

„საქსტატის“ მონაცემებით, დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 7,436 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 15,7%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის სექტემბერში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4 014 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,4%–ით არის შემცირებული 2018 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „ჯივიპის“ მიერ მომხმარებლებზე განხორციელებული უსაფუძვლო დარიცხვების დაუყოვნებლივი შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბოლო დღეების განმავლობაში შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ …