დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვა აგვისტოში 16%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აგვისტოში გაიზარდა, შემცირებულია  ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 7,3 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის აგვისტოში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3 329 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 24%–ით არის შემცირებული 2018 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მაღალი დატვირთვა და საერთაშორისო ვიზიტორების სიმრავლეა – სასტუმრო „მესტია ინნ“

სვანეთში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმრო „მესტია ინნის“ (Mestia Inn) გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ პეტრიაშვილის …