დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვა აგვისტოში 16%-ით გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში დღგ–ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა აგვისტოში გაიზარდა, შემცირებულია  ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობაც.

საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში დღგ–ს გადამხდელთა ბრუნვამ 7,3 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 16%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის აგვისტოში.

ოფიციალური სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3 329 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 24%–ით არის შემცირებული 2018 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

შემთხვევითი სიახლე

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, მიმდინარე კვირაში, ქართული ღვინო ორ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ …