დუნდუა კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციაზე: ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა

თბილისი (BPI) – ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ Trace International-ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება” საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

„ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში შემოვა მეტი ინვესტიცია. დღეს, ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ კეთილდღეობას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, Trace International – ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …